საზოგადოება
NDI: არჩევნების დროს 35%-ის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა მღვდელს შეუძლია, 73% –თვის კი მნიშვნელოვანია პარტიის წარსული

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. NDI -ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 35% აცხადებს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მრევლის და მღვდლის პოლიტიკურ შეხედულებებს შეუძლია, მის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

73%-ის თქმით, არჩევნების დროს მის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას პარტიის წარსული საქმიანობა მოახდენს, 70%-ის განცხადებით - პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები, 46% პარტიის მიერ არჩევნებში გამარჯვების მაღალ შანსს გაითვალისწინებს, 45% - ახლობლების (ოჯახის, მეგობრების) პოლიტიკურ შეხედულებებს, 25% კი - პოპულარული ადამიანების პოლიტიკურ შეხედულებებს. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ კვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ჩატარდა და სულ 4 113 ადამიანი გამოიკითხა.