სამართალი
4 მილიონ 500 ათასი ლარის გადასახადების დამალვის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენების ჯგუფი დააკავა

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. გამოძიების მტკიცებით, ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 40 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოიტანეს ქვეყანაში და გადასახადების დამალვის გარდა, ყალბ გადახდის ქვითრებს იყენებდნენ.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.