სამართალი
გია კორკოტაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვა

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საპროტესტო აქცია გაიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან. “ქართული მისიის” თავმჯდომარე გია კორკოტაშვილი იქ თანაგუნდელებთან ერთად მივიდა. აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფიტული და ცოცხები მიიტანეს და საკუთარი პროტესტი ფიტულის დაწვით გამოხატეს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დასჯას მოითხოვდნენ. აქციაზე იმყოფებოდა სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.