პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 21% ხმას არასოდეს მისცემდა ნაციონალებს, 19% კი - "ოცნებას"

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით (NDI), კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით არასდროს ხმას, გამოკითხულთა 21% პასუხობს - "ნაციონალურ მოძრაობას", 19% არ მისცემს ხმას "ქართულ ოცნებას", 4% - ლეიბორისტულ პარტიას, 4% - "დემოკრატიულ მოძრაობას", ხოლო 2-2% - "პატრიოტთა ალიანსს" და რესპუბლიკურ პარტიას.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას, 33% პასუხობს რომ, სავარაუდოდ, არ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 67% პასუხობს, რომ, სავარაუდოდ, მიიღებს მონაწილეობას.  

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ კვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ჩატარდა და სულ 4 113 ადამიანი გამოიკითხა.