პოლიტიკა
NDI: საქართველოში გამოკითხულთა 23% ელექტრონული რუსულენოვანი მედიასაშუალებებიდან ეცნობა ინფორმაციებს

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 27 ივლისს კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომლის მიხედვით მოსახლეობის თითქმის მეოთხედი (23 პროცენტი), მათ შორის უმცირესობის წარმომადგენლების უმეტესი ნაწილი, არაქართულენოვანი (ელექტრონული რუსულენოვანი) მედიასაშუალებებიდან, ძირითადად კი რუსული მედიიდან ეცნობა ახალ ამბებს. 

გარდა ამისა, მათ, ვინც რუსულ მედიასაშუალებებს იყენებს, განსხვავებული შეხედულებები აქვთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანოებში ინტეგრაციის გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ.