აქტუალური
„პირველად დამწყდა გული, რომ არ ვარ კაცი და ისიც კახელი" - ბურჯანაძე

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. NDI-ს კვლევის შედეგებზე ადეკვატური კომენტარი რომ გავაკეთო, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიყო კაცი და სასურველია, კახელი - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ იმ 57% -ში, რომლებსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ძალიან ბევრი მათი ამომრჩეველიც იქნება.

 „ძალიან გულზე მოხვდათ საქართველოს უბლოკო სტატუსი, რაც არის საქართველოს რეალური გამთლიანების და ეკონომიკური წარმატების რეალური საფუძველი. ერთი რამ ფაქტია - ორი დღის წინ იყო გამოქვეყნებული საკმაოდ სერიოზული მონაცემები, რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, ზოგს საერთოდ რუსეთთან უნდა მჭიდრო ურთიერთობა. ამ ფონზე ის განცხადებები, რაც გაკეთდა, ის ციფრები, რაც დღეს გავრცელდა, როგორც მოგახსენებთ, იმსახურებს იმ კომენტარს, რომელსაც მე ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.