აქტუალური
პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ პოლკოვნიკ ტონინ მარკუს “საქართველოში წარმატებული მისიისთვის“ მადლობის სიგელი გადასცა

  საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების პროექტის ალბანელ ლიდერს, პოლკოვნიკ ტონინ მარკუს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ალბანელი პოლკოვნიკის ტონინ მარკუს სამშობლოში როტაცია საქართველოში ექვსი თვის მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას ალბანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ადი ნდონი შეცვლის, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. მას თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში შოთა ღვინერია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში კონტრიბუტორი ქვეყნების მიერ მოვლენილი სამხედრო მრჩევლები დაესწრნენ.