პუბლიკაციები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვა ამორმჩევლებს და პოლიტიკურ პარტიებს

  საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს ამორმჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს:

 იმისათვის, რომ მათ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარო რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მათ შეუძლიათ მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლებულები იქნებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიიღებენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს“,- განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ცესკოს სპიკერმა პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართა - „ასევე, მინდა შევახსენო იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და სურთ არჩევნებში მონაწილეობა,  მათ ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა ომართონ მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე, რის შემდეგაც მა უნდა წარმოადგინო მხარდამჭერთა სიები.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ  პარტიას, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა მომართოს მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. ცესკო პოლიტიკურ  პარტიებს,  რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში  მონაწილეობა  სურთ,  მოუწოდებს,  დროულად  განახორციელონ  აღნიშნული  უფლების  მოსაპოვებლად  ყველა  საჭირო  პროცედურა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.