პუბლიკაციები
GNCC: საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორების საყურადღებოდ!

  საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. კომისია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მედიასაშუალებების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტოებს მიმართავს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისსაფუზველზე, 2016 წლის 08 ივნისიდან წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს ახორციელებს. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში რიგ შემთხვევაშიმედიასაშუალებათა მხრიდან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევადაფიქსირდა. კერძოდ, რიგმა ელექტრონულმა მედიასაშუალებებმა (მათ შორის საინფორმაციო სააგენტოებმა) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებიშესაბამისი კანონისმიერი ვალდებულების დაცვის გარეშე გამოქვეყნეს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50–ე მუხლისმე-5 პუნქტის შესაბამისად:

1. აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრისგამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

2. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთანდაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

- გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ანსახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია);

–  გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო;

–  ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი);

–  გამოკითხვის თარიღი;

–  გამოკითხვის მეთოდი;

–  გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება;

–  შესაძლო ცდომილების ფარგლები;

 ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის კვლევაუნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგებისარანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება;

ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელიუნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტისმეშვეობით;

ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

ვ) შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერმოხერხდა;

ვ.ი) შერჩევის ზომა;

ვ.კ) ცდომილების ფარგლები;

ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 82–ე მუხლის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთანდაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებულისხვა წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 82-ე და 83-ე მუხლებითგათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მედიასაშუალებების მხრიდანკანონდარღვევები, ხოლო კომისიის მხრიდან კანონდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების აუცილებლობა, მოგიწოდებთ, ზემოაღნიშნული კანონისმიერივალდებულებები გაითვალისწინოთ თქვენს საქმიანობაში.

კომისიის აპარატი მზადაა საჭირო კონსულტაცია გაგიწიოთ თქვენთვის საინტერესო და კომისიის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე.