საზოგადოება
მეფე თავის ასულზე ქორწინდება: ძაგანია საბავშვო ლიტერატურაში ინცესტის ნიშნების არსებობას აპროტესტებს

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი.  „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ პარტიის  ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საბავშვო მხატვრულ ლიტერატურაში ინცესტის ნიშნების არსებობა გააპროტესტა. საქმე ეხება საბავშვო ზღაპარს “ვირისტყავა”, რომლის ქართულ ვერსიაში  მეფეს თავისი ასულის ცოლად შერთვა სურს. 

 „ბუკინისტურ მაღაზიებში ადვილად ხელმისაწვდომია ბროშურა, რომელიც ძალიან ლამაზად არის გაფორმებული ილუსტრაციებით - მისი ფასია 1 ლარი. ამ წიგნში მოთხრობილი არის ზღაპარი, რომელიც შეიცავს ისეთ ინცესტის ნიშნებს, რაც ძალიან საკვირველი და სამწუხარო იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის.

 მოვითხოვთ, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროებმა შექმნან უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ცენზურას დააწესებს ასეთ ლიტერატურაზე, რომელიც დეგრადაციის, ინცესტის ნიშნებს შეიცავს და ძალიან მავნეა ჩვენი ბავშვებისათვის“, - განაცხადა ბრიფინგზე კახა ძაგანიამ.