საზოგადოება
საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. სტეპან ჩერნოვეცკის და მისი ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ინიციატივით, აგვისტოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი 40 ბავშვი ქობულეთის ერთ–ერთ საუკეთესო სასტუმრო „აიეტში” 8 დღის განმავლობაში დაისვენებს. ამ პერიოდში ბავშვებს და მათ მშობლებს შესთავაზებენ სრულფასოვან სამჯერად კვებას, მრავალფეროვან გასართობ პროგრამას და არაერთ მხიარულ ღონისძიებას.
სტეპან ჩერნოვეცკის ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ მიერ ორგანიზებულ ამ პროექტში მონაწილეობენ დევნილი ოჯახები მთელი საქართველოდან. საზოგადოებისთვის და, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ასეთი სოციალური პროექტები მომავალშიც მოეწყობა.