სამართალი
შსს-ს წარმომადგელებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში „არჩევნები და უსაფრთხოება“

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ ორდღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

სწავლება ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ნერმან ნისიჩმა გახსნეს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ტრენინგი „არჩევნები და უსაფრთხოება“ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით განახორციელა.

ტრენინგის მონაწილეებმა არჩევნების ჭრილში კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, დაცულობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. სწავლება IFES-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულმა დირექტორმა ვასუ მოჰანმა ჩაატარა, რომელიც საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი ექსპერტია.