სამართალი
საქართველოს პრეზიდენტის არაოფიციალური სიძის მეგობრები პროკურატურაში ოფიციალურად დაჰკითხეს

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტ მარგველაშვილის არაოფიციალური სიძის მეგობრები თორნიკე კაჭარავა და მიხეილ თათარაშვილი გუშინ საქართველოს მთავარ პროკურატურაშუ გამოიძახეს იმ სკანდალური განცხადების საფუძველზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა (გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში) ვითომდა მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით.

 როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა. მისი განმარტებით, 28 ივნისს კაჭარავა და თათარაშვილი პრეზიდენტის ოჯახის წევრ მინდია გოგოჭურთან (რომელიც პირველი ქორწინებიდან გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილთან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება) ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც პოლიციელებმა ისინი პირადად და ასევე მათი ავტომობილი გაჩხრიკეს. ადვოკატი ირწმუნება, რომ სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს იარაღს თათარაშვილი ინახავდა, თუმცა შემდგომ რატომღაც მხოლოდ „პრეზიდენტის სიძის“ ბინა გაჩხრიკეს.

 ადვოკატის მტკიცებით, დაკავებისას ასევე დაირღვა მათი უფლებები, რადგან მათ არ მიეცათ ადვოკატის და დუმილის გამოყენების უფლება.