უცხოეთი
ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა ექიმები მძევლად აიყვანა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელსაც უკვე ათი დღეა პოლიციის შენობა აქვს დაკავებული, რამდენიმე ექიმი მძევლად აიყვანა. მედიკოსები თავდამსხმელების მოთხოვნით დაშავებულებისთვის დახმარების აღმოსაჩენად მივიდნენ. ამჟამად სამართალდამცველები ექიმების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს მართავენ.

გვიან ღამით ერევანში სამართალდამცველებსა და შეიარაღებულ პირებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პოლიციელი და ორი თავდამსხმელი. დაშავებულთა შორის არიან დაჯგუფების ლიდერი პაველ მანუკიანი და მისი შვილი არამი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ორი შეიარაღებული პირი პოლიციას ჩაბარდა.

ვარაუდობენ, რომ პოლიციის შენობაში 25-მდე მებრძოლი რჩება.

ერევნის ერებუნის რაიონში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა 17 ივლისს განხორციელდა.