საზოგადოება
საქართველო რუსეთში კონიაკის მიწოდების მხრივ ლიდერი გახდა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონული ბაზრების კვლევის ცენტრის მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში ქართული კონიაკის იმპორტი რუსეთში თითქმის ორჯერ გაიზარდა - 1,1 მილიონ ლიტრამდე.

ნახევარ წელიწადში ქართული კონიაკის წილმა რუსეთში საზღვარგარეთიდან შესულ მთლიან მოცულობაში 48% შეადგინა.

2016 წლის პირველი ნახევრის და 2015 წლის შედეგებით კი, საქართველოზე იმპორტის მეხუთედი მოდიოდა, რუსეთში კონიაკის მთავარი მიმწოდებელი საფრანგეთი იყო. ქართული კონიაკი რუსულ ბაზარზე ცოტა ხნის წინათ დაბრუნდა, 2006-2013 წლებში მისი შეტანა აკრძალული იყო.