საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, წარდგენილი კანდიდატი თემურ ჭკუასელი 2012 წლიდან პარლამენტის დეპუტატია, ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის დადებითთან ასოცირდება და არასდროს იქნება არცერთი პრობლემის მიმართ გულგრილი. „ჩემი სამინისტროში მუშაობის პერიოდში, მაშინაც კი, როდესაც შეხვედრა დაგეგმილი არ იყო, ბატონი თემური არაერთხელ მინახავს რაიონის პრობლემატიკით ჩვენთან მოსული, რათა ესა თუ ის საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასაწყვეტად დაესვა. მინდა, დიდი სიამაყით წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარს. ადამიანი, რომელიც ყოველთვის არის პოზიტივი და არანაირი ნეგატივი მასთან არ ასოცირდება. კაცი, რომელსაც უყვარს გურია, უყვარს ჩოხატაური, ლანჩხუთი“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თემურ ჭკუასელმა პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.