აქტუალური
საახალწლო ღონისძიებების ხარჯები უცნობია

batumis-shouსაქართველოს ხელისუფლება საახალწლო ღონისძიებების ხარჯებზე არ საუბრობს. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული არ იყო და, შესაბამისად, არ ფლობენ ინფორმაციას ხარჯების შესახებ.

კონცერტებზე დახარჯულ თანხებზე არ საუბრობენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტშიც. ბათუმის მერიაში კი განმარტავენ, რომ საახალწლო ხარჯების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, მაგრამ ამ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა შესაბამის უწყებებს წერილობით უნდა მიმართონ.