უცხოეთი
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენის ძმისწული დააკავა

  საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. თურქეთის ხელისუფლებამ ფეთულა გიულენის თანაშემწე და "მარჯვენა ხელი" დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაბათს სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერის ძმისშვილი მუჰამედ საით გიულენი ერზერუმში დააკავეს. ის სახლმწიფო გადატრიალების პროცესში თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

თურქეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი ყოფილ იმამსა და საზოგადო მოღვაწეს, ფეთჰულა გიულენს, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევენ.