საზოგადოება
საქართველოს კულტურის სამინისტრო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

  საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი.  პირველი კომენტარი მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა გააკეთა. ბერიკაშვილის განცხადებით, ის საპროტესტო აქციების აუცილებლობას ვერ ხედავს.

დასი კულტურის სამინისტროს კინწურაშვილის ხელმძღვანელობისას არსებულ ფინანსურ დარღვევებზე მიუთითებს. გამომდინარე იმ განცხადებიდან, რომელიც გააკეთა დავით კინწურაშვილმა, მე მგონი, ყველანაირი მოტივია, რომ დაჩქარდეს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ იმ ფინანსურ დარღვევებს, რომელსაც თვითონვე აღიარებს, ამბობს, რომ ვერ მართავდა ამ სიტუაციას და ვითომდა თავიდან იცილებს“, - განაცხადა მსახიობმა გოჩა გაბიძაშვილმა.

სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ასევე საოპერო ვარსკვლავი თამარ ივერიც.

„ძალიან დიდი დარღვევები ჰქონდა თეატრს, უსაფუძვლოდ გამოწერილი სახელფასო დანამატები, პრემიები. ადგილი ჰქონდა სპონსორების მიერ გადაცემული პროდუქციის გაყიდვას მაყურებლებზე. მე აბსოლუტურად ჩამოცილებული ვიყავი ყოველგვარ ფინანსურ საქმიანობასო, ყველაფერს თეატრის დირექტორი წყვეტდაო. მან მშვენივრად იცოდა ყველაფერი და თუ ამბობს, რომ არაფრის აზრზე არ იყო, მაშინ თავის თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა“, - განაცხადა თამარ ივერმა.