საზოგადოება
პოლონეთმა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ვოლინის ჟლეტა გენოციდად აღიარა

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. პოლონეთის სეიმმა მიიღო დადგენილება 11 ივლისის აღიარების შესახებ მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ. კერძოდ, საქმე ეხება ვოლინის ხოცვა-ჟლეტას.

დადგენილებას მხარი დაუჭირა 432 დეპუტატმა, ათმა თავი შეიკავა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ იმ წლებში სხვა ერების წარმომადგენლებიც იღუპებოდნენ - ებრაელები, სომხები და თავად უკრაინელები, ვინც რუსეთში აკრძალული უკრაინის ამბოხებულთა არმიის მეომრების მსხვერპლთა დაცვას ბედავდა. სხვადასხვა შეფასებით, მაშინ 36-დან 100 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

უფრო ადრე ეს მოვლენები გენოციდად სცნო პოლონეთის სენატმა. უკრაინის უმაღლეს რადაში ვოლინის ტრაგედიის ამგვარ შეფასებას "პოლიტიკურად დაუბალანსებელი და იურიდიულად არაკორექტული" უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის სენატის მიერ ვოლინის ხოცვა-ჟლეტის შესახებ რეზოლუციის მიღების წინა დღეს კიევში მოსკოვის პროსპექტს უკრაინის ამბოხებულთა არმიის წინამძღოლის - ბანდერას სახელი უწოდეს, ხოლო ვარშავაში ჩასული უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვოლინის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა მონუმენტის ყვავილებით შესამკობად გაემართა. უკრაინის პრეზიდენტის ქმედებას პოლონეთში შოკისმომგვრელი და თვალთმაქცური აქცია უწოდეს.