პოლიტიკა
"პაპუაშვილმა სახელმწიფოზე საკმაოდ სერიოზული შეტევა მიიტანა " - გია ვოლსკი

  საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი.  გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ კვლავ საუბრობენ პოლიტიკოსები. უმრავლესობაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას დაუსაბუთებელსა და პოლიტიზებულს უწოდებენ.

ეს განცხადება მოჰყვა ზუსტად იმ შემთხვევას, როდესაცნაციონალური მოძრაობის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა საკონსტიტუციო სასამართლოში. მაქვს ამასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამან გამოიწვია მისი ესოდენ აღელვება და სახელმწიფოზე მიიტანა საკმაოდ სერიოზული შეტევა, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიცია კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გამოსვლას საგანგაშოდ მიიჩნევს. “ნაციონალურ მოძრაობაში” დარწმუნებული არიან, რომ ზეწოლა, პირველ რიგში, “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველ მოსამართლეებზე ხდება.

„მიდის ძალიან მძიმე ზეწოლა და ფაქტობრივად, ჯოჯოხეთი გამოიარა ამ ხალხმა. ოჯახებს ემუქრებოდნენ. ეს ყველაფერი გამწვავებულია იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილს ესმის, რომ ის ნორმალურ სამართლებრივ გარემოში ვერ მოიგებს არჩევნებს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.