პოლიტიკა
საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ევროკომისიის პრეზიდენტი ამ ეტაპზე ორგანიზაციაში თურქეთის ინტეგრაციას გამორიცხავს. ჟან კლოდ იუნკერმა ეს განცხადება ფრანგული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, თურქეთი დღეს მზად არ არის და ევროკავშირი შეწყვეტს ოფიციალურ ანკარასთან წევრობის თაობაზე მიმდინარე ყველა მოლაპარაკებას, თუ ის სიკვდილით დასჯას აამოქმედებს.