საზოგადოება
ნოდარ ხადური: „სესხი სასურველია იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი“

  საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ანაბრები მაქვს ლარშიც და დოლარშიც, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი არ მაქვს იმ ვალუტაში, რომელშიც ადრე მქონდა შემოსავალი, ანუ მე ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში და შემოსავალი მქონდა დოლარში. ეს დოლარი მაქვს შეტანილი ანგარიშზე, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ და შემიძლია გაგიხსნათ ჩემი საბანკო ანგარიშები, სადაც მხოლოდ ლარია. სესხიც, სასურველია, იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი და ზოგადად, საქართველოში ეროვნული ვალუტა ასრულებს ყველა ფუნქციას ფულის და უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ მოხდეს დედოლარიზაცია”, - განაცხადა ხადურმა.