სამართალი
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მაღალი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.