სამართალი
პოლიციელებს ახალი ფორმის ტანსაცმელი გადაეცათ

  საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ფორმის ტანსაცმელი და აღჭურვილობა გადაეცათ.

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს ახალი დიზაინით შექმნილი ფორმის ტანსაცმელი პირადად გადასცა და წარმატებები უსურვა.