სამართალი
ნიკოლოზ მჟავანაძე: „მოსამართლეებზე ზეწოლას სწორედ გიორგი პაპუაშვილი ახორციელებს“

  საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ზეწოლა მიმდინარეობს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ მედიისთვის განცხადება გააკეთა:

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ოთარ ჭითანავამ, მერაბ ტურავამ, ლალი ფაფიაშვილმა და ზაზა თავაძემ განაცხადეს, რომ ისინი უარყოფენ რაიმე ზეწოლას მათ საქმიანობასთან დაკავშირებით და გამორიცხავენ მათ მიმართ ხელისუფლების მხრიდან  რაიმე შანტაჟსა თუ თვალთვალს, ნათელი გახდა გიორგი პაპუაშვილის განცხადების მიზანი.

როგორც ჩანსმან იცის, იმ რეზონანსული საქმეების მიმართ, რომლის ინტერესი აქვს მის უშუალო უფროს მიხეილ სააკაშვილს, რა პოზიცია აქვთ მოსამართლეებს  და შეგნებულად ცდილობს, საზოგადოებას ის განცდა დაუტოვოს, რომ იმიტომ გამოვიდა კონკრეტულ საქმეზე ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომ   მოსამართლეებმა ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლეს.

 პაპუაშვილის მიერ მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე მინიშნებაც გარკვეულ შანტაჟს წააგავს. ყველამ კარგად იცის, რომ ნაცმოძრაობის ზონდერებს პირადი ცხოვრების კადრების დუბლიკატები წაღებული აქვთ საქართველოდან და თუკი სააკაშვილმა და მისმა ხელქვეითმა პაპუაშვილმა დაინახეს, რომ საქმე ისე არ მიდის, როგორც მათ სურთ, გამორიცხული არაა, რომელიმე მოსამართლის შესახებ გაავრცელონ კიდეც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რაც შემდგომში მათ მიერ ხელისუფლებას დაბრალდება.