საზოგადოება
თელავში სასურსათო მაღაზია მთლიანად დაიწვა

saxandzroამ დილით თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე, სასურსათო მაღაზია "ჭადარი" ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ამის შესახებ საქინფორმმა რადიო "ჰერეთისგან" შეიტყო. სახანძრო–სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან მალე მივიდა, თუმცა მაღაზია უკვე დამწვარი იყო. ხანძარი, წინასწარი ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია. რა რაოდენობის ზარალი განიცადა მაღაზია "ჭადარის" მფლობელმა, ამ დრომდე უცნობია.