სამართალი
გიორგი პაპუაშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს“

  საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლეთა ნაწილს ფარულად უთვალთვალებენ.

მინდა, ახალ საგანგაშო ფაქტებზე გესაუბრობთ, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს. მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა მიზეზით. ასევე პირადი ინფორმაციის გასაჯაროებით, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც ახლა განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ხელისუფლების სასარგებლოდ ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა დღეს, მოხდეს პრევენცია და მოსამართლეებს ჰქონდეთ საშუალება, გადაწყვეტილება კონსტიტუციის და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღონ.

“ეს მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის დემოკრატიისთვის და მზადყოფნას გამოვთქვამ, ამ საკითხზე ქვეყნის პირველ პირებთან ვისაუბრო”, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.