სამართალი
გაგი მოსიაშვილი: „ინტერპოლმა გადაწყვეტილება საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივის გამო მიიღო“

  საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნილთა წითელი ცირკულარიდან იგორ გიორგაძის მოხსნის თაობაზე განმარტებებს აკეთებს მისი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

საერთაშორიო საპოლიციო ორგანიზაციის წესდების მე-3 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია რესურსის გამოყენება პირის მიმართ, რომელიც პოლიტიკური მოტივით იძებნება“, – განაცხადა საქართველოს კა–გე–ბეს ექსთავმჯდომარის ადვოკატმა.

ადვოკატი მთავარ პროკურატურასაც პასუხობს და ამბობს, რომ იგორ გიორგაძისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისათვის: წითელი ცირკულარიდან მოხსნის თაობაზე ინტერპოლს იგორ გიორგაძის ოჯახმა 3 თვის წინ მიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი საერთაშორისო ძებნაში 1995 წლიდან იყო.

გამოძიება მას პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გია ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. იგორ გიორგაძისთვის წაყენებულ ბრალდებებს საქალაქო სასამართლო განიხილავდა. საქმის პროკურორი ამჟამინდელი ეკოლოგიის მინისტრი, რესპუბლიკური პარტიის ექსწევრი გიგლა აგულაშვილი იყო