საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
“არა, განსაკუთრებული დამოკიდებულება არცერთ პარტიასთან არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გუნდში ბევრი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია. მათ შორის არ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება “ქართულ ოცნებასთან”, რომელთან ერთადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი არ ფიქრობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის წარდგენით მან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი.
„ხელისუფლების ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლების მხარდაჭერას არ ნიშნავს. ხელისუფლება უნდა არსებობდეს. ეს პასუხისმგებლობაც რაღაც ეტაპამდე მიგყვება და არა სამიდღემჩიოდ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.