რელიგია
პატრიარქისადმი მიძღვნილი კონცერტი

koncerti-patriarqistvisთბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორეს იუბილისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე თბილისის კამერულმა და ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრებმა ჩაიკოვსკისა და მოცარტის კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს, საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა კი პატრიარქის დაწერილი საგალობლები იგალობა. საღამოს მურმან ჯინორია უძღვებოდა. მსახიობმა ქართველი პოეტების ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხა. კონცერტის დროს ნაჩვენები იყო თამარ ბართაიას დოკუმენტური ფილმი "სტუმრად პატრიარქთან", რომელშიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო დეტალებია გადმოცემული.საიუბილეო კონცერტს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტარები და კულტურის მოღვაწეები ესწრებოდნენ.საღამოს დასასრულს პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, დალოცა სრულიად საქართველო და ქვეყანას შობა-ახალი წელი მიულოცა.