აქტუალური
საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა მიხეილ ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
18 ივლისს თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე, ავთანდილ ა-მ შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისი ნაცნობი არჩილ მ. დაჭრა, ხოლო არჩილ მ-ს თანმხლებმა მიხეილ ვ-მ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავად ავთანდილ ა. დაჭრა. არჩილ მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავთანდილ ა. კი კლინიკაში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.