საზოგადოება
საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე “კვირის პალიტრასთან“ საუბარში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას სამომავლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს. „რაც შეეხება საკონსტუტიციო სასამართლოს, დიახ, ამ საკითხზე ვფიქრობ. ეს ჩემი ინტერესის სფეროა, ამიტომ არ გამოვრიცხავ, ჩემს პროფესიულ საქმიანობას დავუბრუნდე საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა ეს მხოლოდ 15-20 წლის შემდეგ წარმომიდგენია“, - აცხადებს “კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დავით უსუფაშვილი.