სამართალი
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა მიხეილ ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ა-მ თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ნაცნობი - არჩილ მ., ხოლო არჩილ მ.-ს თანმხლებმა მიხეილ ვ-მ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავად ავთანდილ ა. დაჭრა. არჩილ მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავთანდილ ა. კი კლინიკაში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.