პოლიტიკა
სლოვენიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შედგა

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც სლოვენიას ოფიციალურად სტუმრობს.

სახელმწიფოს მეთაურმა უკვე გამართა პირისპირ შეხვედრა თავის კოლეგასთან ბორუტ პახორთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და ლუბლიანის მერთან.

სლოვენია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერები არიან. ქვეყანა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესშიც ერთვება.

სლოვენიის პრეზიდენტმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რისთვისაც ქართველი კოლეგისგან მადლობა დაიმსახურა.

გიორგი მარგველაშვილმა ბორუტ პახორი საქართველოში დაპატიჟა.

გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, გამარტივებული სავიზო პოლიტიკით ისარგებლებენ.