საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე გახდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - რამაზ ბოლქვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - გია თავამაიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ნუგზარ სურმანიძე.
კენჭისყრა დახურული ფორმატით გაიმართა და დარბაზში მყოფი 20 დეპუტატიდან მასში მონაწილეობა 19-მა მიიღო. ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა 12 დეპუტატმა, რომელთა შორის 5 – “ქართული ოცნებიდან”, თითო - “კონსერვატორებიდან”, “მრეწველებიდან”, რესპუბლიკური პარტიიდან, “თავისუფალი დემოკრატებიდან” და “ეროვნული ფორუმიდან” არის, 2 კი დამოუკიდებელი დეპუტატია.
მთავრობის ამ შემადგენლობის დამტკიცების წინააღმდეგი იყო ნაციონალური მოძრაობის 7 დეპუტატი. ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.