აქტუალური
„სხვისი გაწვრთნილი ჯარი და სხვისი გამოზრდილი გენერალიტეტი ვერასდროს იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი“ - დემურ გიორხელიძე

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. „ჯარი პოლიტიკური დესტაბილიზაციის მთავარ წყაროდ რჩება“, – ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში  დემურ გიორხელიძე თურქეთში მომხდარ სამხედრო ამბოხს აფასებს.

 „სხვისი გაწვრთნილი ჯარი და სხვისი გამოზრდილი გენერალიტეტი ვერასდროს იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი... როცა სამხედრო პოლიტიკაში ერევა და პოლიტიკური სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს, ამას ყოველთვის უბედურება მოსდევს... თითქოსდა დიდი ქვეყანაა თურქეთი, თითქოსდა ძლიერი ჯარიყავს (ასეც არის!), მაგრამ ჯარი პოლიტიკური დესტაბილიზაციის მთავარ წყაროდ რჩება

 მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ჯარი თურქეთში რჩება სხვისი გავლენის ქვეშ... ეს კი უდიდესი სისუსტეა ქვეყნისათვის!

 P.S. ისრაელი მაგალითია საკუთარი ქვეყნისადმი დამოკიდებულებისა, მსახურებისა, ერთგულებისა და პასუხისმგებლობისა. აბა, მიდი და ისრაელის გენერალიტეტი გახადე მარიონეტი, ვის რა გამოუვა!!! პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ ერთი რამ - მათი ძალა ხალხის მხარდაჭერაა და არა გარედან მხარდაჭერა. ამბოხებულთა ტანკებს თურქი მოქალაქეები აღუდგნენ წინ... ესაა მათი პოზიცია! ესაა მათი არჩევანი! კარგია თუ ცუდია, ეს ხალხის არჩევანია!“, – წერს დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში.