საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში, სადაც 18 ივლისს ორმხრივი სროლა მოხდა, ნაპოვნია სამი ცეცხლსასროლი იარაღი (ვიდეო იხ. აქ). ორმა პირმა, რომლებიც ერთმანეთს ესროდნენ, მძიმე ჭრილობები მიიღეს, ორივე ჰოსპიტალიზებული იქნა, თუმცა, ერთი, რომელსაც 7 ტყვია მოხვდა, დაიღუპა. მეორე, რომელმაც პირველმა დაიწყო სროლა და 3 ტყვია მოხვდა, ოპერაციის შემდგომ, რეანიმაციაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კრედიტორს ესროლა მევალემ, ხოლო მევალეს კრედიტორის ახლობელმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაჭრილს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი, მეორეს კი - ორი. ორივე პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აღიძრა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხდარი არანაირ კავშირში არ არის აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ბიუროს ეზოში დაუპირისპირდნენ.
როგორც ცნობილი გახდა, ორივეს წარსულში მაღალი თანამდებობები ეკავათ – შს მინისტრის მოადგილისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილის.