აქტუალური
თავდასხმა ალმა-ატაში: საფრთხის “წითელი” დონე

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ალმა-ატაში უცნობი პირები თავს დაესხნენ შს  რაიონული განყოფილებისა და ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის დეპარტამენტის შენობას. ქალაქში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი “წითელი” დონე გამოცხადდა, ძალოვანები თავდასხმებში მონაწილე პირების დაკავების ოპერაციას ატარებენ. არსებობს ინფორმაცია, რომ სროლის დროს სამართალდამცველი ორგანოების ორი თანამშრომელი დაიღუპა, ათზე მეტი ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სპეცოპერაციის შედეგად ძალოვანებმა ალმა-ატაში ერთ-ერთი ტერორისტი დააკავეს, მეორეზე ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ მედიას შინაგან საქმეთა საქალაქო დეპარტამენტის პრესსამსახურში აცნობეს. “ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მეორე იძებნება. ქალაქში შემოღებულია სპეცგეგმა “ხელში ჩაგდება”, - განაცხადეს უწყებაში.