პროდუქციაზე ფასების მატება 2011 წელსაც გაგრძელდება
უახლოეს მომავალში ჰიგიენური საშუალებებისა და პარფიუმერიის ნაწილი 5–დან 10%–მდე გაძვირდება. ამის შესახებ სუპერმარკეტისა და სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები აცხადებენ.
მათი თქმით, ახალი წლის დადგომისთანავე მომწოდებლებმა ფასები ასწიეს, რის გამოც მაღაზიების ნაწილმა მათ მიღებაზე უარი თქვა და ძველ მარაგებს ყიდის.