საზოგადოება
უსუფაშვილი პრეზიდენტზე: „წარმოვიდგინე მეფე ლირი, ყველასგან მიტოვებული და მოწყენილი“ (ვიდეო)

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშილი პრეზიდენტის წინაშე თავს დამნაშავედ არ გრძნობს და გიორგი მარგველაშვილს მეფე ლირს ადარებს (ვიდეო იხ. აქ).

 „ძალიან გულზე მომხვდა მისი პრესსპიკერის სიტყვები, რომ პრეზიდენტს სასამართლოებთან დაკავშირებით აღარ ჰყავს მოკავშირეები არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. და წარმოვიდგინე უცებ მეფე ლირი, ყველასგან მიტოვებული, მოწყენილი. მე მინდა ვუთხრა - მას ჰყავს მოკავშირეები ყოველთვის",- განაცხადა უსუფაშვილმა ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში“ სტუმრობისას.