სამართალი
შსს-მ გლდანში მომხდარი მკვლელობა გახსნა

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი.  შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ლევან . და წარსულში ნასამართლევი ივანე . დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, ხოლო თემურ . ქურდობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

ლევან კ., ივანე ლ. და თემურ გ. თბილისში, გლდანის „ა“ მიკრორაიონში, მ. მ-ს ბინაში შევიდნენ, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ თანხას და ძვირფასეულობას, შემდეგ ქალბატონი გაგუდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ნაქურდალი ფული და ძვირფასეულობა ამოღებულია ნივთმტკიცებად. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.