აქტუალური
“თავდაცვის მინისტრს“ ჟურნალ Foreign Policy-სთან ინტერვიუში რატომღაც „ეროვნული უმცირესობების პრობლემები“ გაახსენდა...

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი.  ნახევრად გადამდგარმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალ Foreign Policy-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. თინათინ ხიდაშელი ჟურნალის უფროს რეპორტიორს ჯონ ჰადსონს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხსა და ვარშავის სამიტზე ესაუბრა.

თავდაცვის მინისტრმა დასავლური სამყაროსთვის საქართველოს მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო ისლამურ სახელმწიფოს და რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

ჟურნალ Foreign Policy-თვის მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე და სახელმწიფოში მათი ინტეგრაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

საქინფორმი: ხიდაშელს მხედველობაში ჰყავდა პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებთანაც მას მჭიდრო კონტაქტები აქვს და რომელთათვისაც ლიდერად და გმირად რჩება მათი თანამემამულე – თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ აშ–შიშანი.