აქტუალური
ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების ამოცანა მაღალი რანგის პირების ესკორტირება და დაცვის უზრუნველყოფაა

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) მონაწილეობს. მისიის მანდატი ფრანგი ორვარსკვლავიანი გენერლის, ბრიგადის გენერალ დომინიკ ლოჟელის სარდლობის ქვეშ ხორციელდება. განსაკუთრებით ვაფასებ ქართულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს, რადგან ისინი პროფესიონალი, დისციპლინიანი სამხედროები არიან და სხვადასხვა სახის საბრძოლო მოქმედებათა თეატრში დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული. ისინი მონაწილეობას იღებენ მისიის ძირითად გაერთიანებაში, გვიზიარებენ ქართულ ტრადიციებს და საქართველოს ისტორიის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან. მე ვენდობი მათ მუშაობას და ვფიქრობ, რომ სხვა ევროპულ მისიებში ქართული კონტინგენტი კვლავ იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა ბრიგადის გენერალმა დომინიკ ლოჟელმა.