პოლიტიკა
„სწორედ რუმინეთის წყალობით გახდა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების პლატფორმის წევრი!“ - ხიდაშელი

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზისფარგლებში საქართველოს ნახევრად წასული თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელ ვიშეგრადის ჯგუფის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) წარმომადგენლებს და რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანა ბირჩალს შეხვდა.

 შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ მიგრაციისა და „ბრექსიტის“ ფონზე ევროკავშირში ბევრი პრობლემაა, თუმცა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების სრული მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.

 „რუმინეთის დაუღალავი შრომის შედეგია შავ ზღვაზე უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერება და ვარშავის სამიტი ამ მხრივაც წარმატებული იყო. ერთი წლის განმავლობაში სწორედ რუმინეთთან მუშაობის შედეგად გახდა საქართველო ამ პლატფორმის წევრი. გამოვიყენე შესაძლებლობა, პირადად გადამეხადა მადლობა ქალბატონი ანასთვის. მან საკომიტეტო მოსმენები ჩაატარა თავის ქვეყანაში და რუმინეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე რეზოლუციაც გამოაქვეყნა, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 

 შეხვედრის დროს ანა ბირჩალმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს რუმინეთისგან ნატოში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა აქვს. მან შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუმინეთი არ დაიშურებს ძალისხმევას დასავლელ პარტნიორებთან ამ იდეის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.