პოლიტიკა
საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ევროპის აქტივისტებმა, რომელთა შორის თითქმის ყველა ცნობილი მეცნიერი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსია, ევროკავშირის ჩავარდნა აღიარეს. ბრიუსელის მრგვალ მაგიდას მიაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ევროკავშირის რეფორმა, რადგან მან უკვე ამოწურა საკუთარი თავი და არ ზრუნავს საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვაზე. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით ხომ ისინი მხოლოდ აგებენ, ევროკავშირს კი არ სურს მათი გაუქმება, რადგან აშშ-ის "დაკრულზე ცეკვავს".
საქმე ეხება ბრიუსელში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შედეგებს. მთელი ევროპის გამოჩენილმა ადამიანებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამგვარი ქმედებით ისინი ხელს უშლიან ტერორიზმის და სხვა მსოფლიო პრობლემების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესაძლო გეგმებს.