საზოგადოება
„აჭარის მთავრობაში იქნება ცვლილება, ოღონდ არა რადიკალური“ - ზურაბ პატარაძე

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე აჭარის რწმუნებულად დანიშვნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

 პატარაძე ამბობს, რომ მისი დანიშვნის შემდეგ აჭარის მთავრობაში ცვლილებებს გეგმავს, თუმცა არა რადიკალურს.

 „რა თქმა უნდა, იქნება ცვლილება, ოღონდ რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებ. ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები. მალე იქნება კენჭისყრა, შესაბამისად, უფრო ვრცლად გავაკეთებ ბრიფინგს. ერთი რამ იცოდეთ, მედიის წარმომადგენლებისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება, ნებისმიერ ფორმატში ჩვენ მზად ვართ თქვენთან კონტაქტისთვის“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.