საზოგადოება
საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ბრიტანელი არტისტი კონცერტს Black Sea Arena-ზე 6 აგვისტოს გამართავს.
Black Sea Arena-ს ივენთ დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანი კავლელიშვილის თქმით, ვანესა მეი საქართველოში სპეციალური პროგრამით წარდგება.
“მას ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა, რომ საქართველოში იცნობენ და უყვართ, ამიტომ ის ჩამოვა მისი ჰიტებით, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას უყვარს”, - აღნიშნა კავლელიშვილმა.
ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც Brit Awards-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა.
Black sea arena-ზე ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 18 ივლისს დილის 9:00 საათიდან tkt.ge-ზე შეეძლებათ.