სამართალი
"ხალხის გაზეთის" რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. გაზეთ "ხალხის გაზეთის" რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი გორში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეზო ოქრუაშვილი იყო გაზეთ "თრიალეთის" რედაქტორი, შემდეგ უკვე "ხალხის გაზეთის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. იგი იყო, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის სადისკუსიო კლუბის“ დამფუძნებელი.