საქინფორმი იზიარებს ამ ბავშვების სიხარულს, მაგრამ რა დააშავეს იმ ბავშვებმა, რომლებიც სოციალურად გაჭირვებულთა სიაში მხოლოდ იმის გამო ვერ მოხვდნენ, რომ სახლში მაცივარი, ფარდა ან ძველი ტელევიზორი აქვთ, რის გამოც ტკბილეული, გაჭირევების მიუხედავად, ამ ახალ წელს ვერ დააგემოვნეს?!
საქინფორმის კორესპონდენტი ერთ–ერთი ქართული ოჯახის დიასახლისსა და მცირეწლოვანი შვილის დედას გაესაუბრა:
" ჩემი ოჯახი სოცილაურად დაუცველთა სიაში იმის გამო ვერ მოხვდა , რომ სახლში "ორსკის" ფირმის ძველისძველი მაცივარი და პატარა უცხოური წარმოების ტელევიზორი გვაქვს, ვერც მე ვმუშაობ და ვერც ჩემი მეუღლე, 5 წლის შვილი გვყავს. ამაზე მეტი დაუცველობა რაღა უნდა იყოს?! ჩემს შვილს მშობლები ცოცხლები ჰყავს, მაგარამ ახალ წელს 100 გრამი კანფეტიც კი ვერ ვუყიდეთ, მეზობელმა მისცა 3 ცალი და მისი ახალი წელიც და დღესასწაულიც ეს იყო. ჩვენ რა ვქნათ? ვინატრო, რომ მეუღლე ომში დამღუპვოდა, რომ ვინმემ მოგვხედოს, თუ ჩემს შვილს ტკბილეული არ უყვარს?"
მსგავსი შემთხვევების დროსაც ჩვენმა ხელისუფლებამ, ასევე ,,დააძალოს’’ მწარმოებლებს ქველმოქმედების გამოჩენა, სხვა ბავშვებისთვისაც რომ დადგეს ახალი წელი საქართველოში.